20 სექტემბერი 2024,   01:06
ვრცლად
"არ მგონია, პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ" - გიული ალასანია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პოლონელ ექიმთან, რომელმაც ექსპრეზიდენტის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკიდან გატანა სცადა, კომუნიკაცია არ ჰქონია არც ჩამოსვლისას და არც ფაქტის შემდეგ.

მისვე თქმით, ფიქრობს, რომ ექიმები მაღალი კვალიფიკაციის იყვნენ და არ იცის რატომ სცადეს სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის ამ გზით გატანა.

"მოვისმინე რომელიღაც გადაცემაში, რომ ეს ექიმები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექიმები არიან, რაც ჩემთვის გულისხმობს მაღალ კვალიფიკაციას, ამიტომ არა მგონია პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ. ვიდრე დასაბუთებულ მოსაზრებას არ მოვისმენ, თავის მტკიცებულებებით ყველაფერში მეპარება ეჭვი, სახეზე მყავს ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში და როგორ შეიძლება რამეში არ მეპარებოდეს ეჭვი.

არ გვიცდია კომუნიკაცია, გვითხრეს რომ უნდა ყოფილიყო გასაიდუმლოებული . არ ვიცი როგორ ჩამოვიდნენ, როგორ წავიდნენ, არც ფაქტის შემდეგ და არც მანამდე“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები