20 სექტემბერი 2024,   01:19
ვრცლად
საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი მარიცა კვანტალიანი გარდაიცვალა

საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი მარიცა კვანტალიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მაუწყებელი ავრცელებს.

მათივე ცნობით, იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

მარიცა კვანტალიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტის მიმართულების პროდიუსერად მუშაობდა.

"რუსთავი 2" მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მარიცა კვანტალიანის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

დღის ამბები