20 სექტემბერი 2024,   01:10
ვრცლად
სეტყვა, ძლიერი ქარი, წვიმა - სტიქიამ ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სტიქია კახეთში - სეტყვამ ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, ქინძმარაულის ზონაში 400 ჰექტრამდე ვენახია დასეტყვილი. მევენახეები სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

სეტყვასთან ერთად იყო ძლიერი ქარი, რამაც ქალაქებში მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა. მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.

გაითიშა ელექტროენერგია. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

"წვიმამ და ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადსხვა სოფლებში საცხოვრებელი სახლები, სავარგულები. ჯგუფი ვმუშაობთ. დაკომპლექტდება მუდმივმოქმედი კომისიის ჯგუფები და გავალთ სხვადასხვა მიმართულებით, რათა ადგილზე იქნას შესწავლილი უფრო დეტალურად ზიანი," - აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.

დღის ამბები