20 სექტემბერი 2024,   01:25
ვრცლად
2 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა, სტაბილურად მძიმეა - ის უკვე თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი

გორში, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი პოლიტრავმის დიაგნოზით უკვე თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მიერ ამ დროისთვის ფასდება როგორც სტაბილურად მძიმე.

"დილის საათებში მშობლის მიერ შემოყვანილი იქნა 2 წლის ბავშვი სიმაღლიდან ვარდნით. ზედაპირულად ბავშვს აღენიშნებოდა თავის დახურული ტრავმა. გაეწია გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება. ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები. მოხდა სტაბილიზაცია, სასიცოცხლო მაჩვენებლების ნორმაში მოყვანა, გამოძახებულ იქნა ემერჯენს სერვისი - სახელმწიფო კატასტროფის ბრიგადა პედიატრიული, რომელმაც უზრუნველყო ბავშვის გადაყვანა ბავშვის პროფილურ კლინიკაში," - აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელი იგორ გეორგიანი.

დღის ამბები