20 სექტემბერი 2024,   01:15
ვრცლად
"17:00 ვიწყებთ შეკრებას, დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში!" - დაკარგული ახალგაზრდის ოჯახის წევრები მიმართვას ავრცელებენ

22 წლის ლუკა ლაცაბიძეს უკვე მე-4 დღეა უშედეგოდ ეძებენ. დაკარგულის ოჯახი, ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში დახმარებას საზოგადოებასაც სთხოვს და ავრცელებს მიმართვას, რომლის მიხედვითაც მის მოსაძებნად მსურველებს დღის 5 საათზე თბილისის ზღვის კლუთან ელოდებიან.

სამძებრო სამუშაოებს რამდენიმე დღეა სამართალდამცველები და მაშველები აწარმოებენ. ამ დროისათვის, სამძებრო სამუშაოები თბილისის ზღვაზე მიმდინარეობს.

ბოლო ინფორმაციით, რომელიც ლუკა ლაცაბიძის დედამ მოგვაწოდა, დადასტურდა, რომ პარასკევს, ღამის სამ საათზე ლუკა თბილისის ზღვაზე ავიდა.

"17:00 ვიწყებთ შეკრებას თბილისის ზღვის კლუბის შესასვლელთან და პოლიციის გვერდით ლუკას ძებნას. მთელი ღამე მანდ ვრჩებით. გვჭირდება ნათურები. დიდი შანსია რომ ლუკა მანდ არის და ახლა ყოველი წამია გადამწყვეტი!

ყველას გთხოვთ ნუ იქნებით გულგრილები და დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში!", - ინფორმაციას ლუკას ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ.

დღის ამბები