20 სექტემბერი 2024,   01:12
ვრცლად
P.S.-ში გასული რეპორტაჟის შემდეგ, ბიძის მიერ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

"რუსთავი 2-ის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

საუბარია ბიძის მიერ მოზარდი გოგონას შევიწროებაზე, რომლის შესახებ რეპორტაჟი "პოსტსკრიპტუმმა" მოამზადა. პოლიციამ უკვე დაკითხა არასრულწლოვნის ოჯახი და სავარაუდო დამნაშავე. 

რეპორტაჟის მიხედვით, ბიძა არასრულწლოვან გოგონას სექსუალურად 15 წლის ასაკიდან ავიწროებდა. არსებობს მიმოწერაც, სადაც სავარაუდო დამნაშავე ბრალს აღიარებს და მომხდარს ნანობს.

დღის ამბები