20 სექტემბერი 2024,   01:19
ვრცლად
ცხედარი ჯერ მეგობარმა, შემდეგ კი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს - ლუკა ლაცაბიძეს 4-დღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს

თბილისის ზღვაზე დღის ბოლოს ნაპოვნი ცხედარი ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. ცხედარი თავდაპირველად მისმა მეგობარმა, შემდეგ კი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს. 21 წლის ახალგაზრდა მაშველებმა 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს.

ძებნის ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ დაკარგული ბიჭის ზურგჩანთა და მობილური ტელეფონი თბილისის ზღვაზე ნახა. პროცესში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ლუკა ლაცაბიძის პოვნამდე მაშველებმა თბილისის ზღვაში 45 წლამდე მამაკაცის ცხედარიც ნახეს. დაღუპული, სავარაუდოდ უცხოეთის მოქალაქეა.

 

ასევე, ნახეთ : ზესტაფონში, მდინარეში ბიჭის ცხედარი იპოვეს

დღის ამბები