20 სექტემბერი 2024,   01:16
ვრცლად
აუზის ის მონაკვეთი, სადაც მცირეწლოვანი იყო ჩასული, ბავშვებისთვის განკუთვნილი არ იყო - რა გახდა ხუთ წლამდე ბავშვის დახრჩობის მიზეზი

სასტუმრო „ოაზისის“ ადვოკატის განცხადებით, სასტუმროს აუზზე, სადაც გუშინ ხუთ წლამდე ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს და საქმეზე გამოკითხვები უკვე დაწყებულია.

ადვოკატის ინფორმაციით, აუზის ის მონაკვეთი, სადაც მცირეწლოვანი იყო ჩასული, ბავშვებისთვის განკუთვნილი არ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ აუზზე ხუთ წლამდე ბავშვი დაიხრჩო.

დღის ამბები