20 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
"ვანდალიზმი ტეხავს" - საინფორმაციო აქციას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის საკრებულოს "ქართულო ოცნების" დეპუტატები შეუერთდნენ

"ვანდალიზმი ტეხავს" - ამ სახელწოდების საინფორმაციო აქციას, "საზოგადოება რუსთაველების"ინიციატივას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის საკრებულოს "ქართულო ოცნების" დეპუტატები შეუერთდნენ.

კამპანიის ფარგლებში დღეს, რუსთავის სკვერებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაარიგეს ფლაერები, სტიკერები და მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია ვანდალიზმის წინააღმდეგ გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. წამოწყებული კამპანია, მიზნად ისახავს რუსთავის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მუნიციპალური ტრანსპორტში, ბოლო დროს გახშირებული ვანდალიზმის ფაქტების გამოაშკარავებას.

დღის ამბები