20 სექტემბერი 2024,   01:09
ვრცლად
სენაკის მუნიციპალიტეტში ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა შექმნა. პროგრამით „დანერგე მომავალი“ 250 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო შეღავათიანმა აგროკრედიტმა 500 ათასი ლარი შეადგინა.

სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. აქ მუდმივად 15 ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, დღიური მუშახელის რაოდენობა 150-ს აღწევს.

დღის ამბები