20 სექტემბერი 2024,   01:09
ვრცლად
თბილისის საკრებულოში გია ყანჩელისა და ალბერტ თავხელიძის მემორიალური დაფების განთავსების შესახებ იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ცნობილი კომპოზიტორის გია ყანჩელის, ასევე აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის მემორიალური დაფების განთავსების შესახებ იმსჯელეს.

გია ყანჩელი თბილისში, გიორგი ტოვსტონოგოვის 6-ში, 1935-2019 წლებში ცხოვრობდა. ალბერტ თავხელიძე კი იაკობ ნიკოლაძის 8-ში, 2000-2005 წლებში ცხოვრობდა.

დღის ამბები