20 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
GWP-ისა და წყლის ინვესტორი კომპანია "აქუალიას" 1-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, მედიასთან პირველი საჯარო შეხვედრა გაიმართა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და წყლის მართვის ინვესტორი კომპანია "აქუალიას" 1-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, მედიასთან პირველი საჯარო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, ევროპული გამოცდილების მქონე ინვესტორის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე, "ჯივიპიში" მიმდინარე ცვლილებებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს. მათი თქმით, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის გეგმა მზადდება. "აქუალია" საქართველოში 2022 წლიდან ოპერირებს.

"თბილისში ბაზარზე შემოსვლისთანავე დავიწყეთ არსებული წყალმომარაგების სისტემისა და მისი პრობლემების დეტალური შესწავლა, დიაგნოსტირება და აუდიტი. აღსანიშნავია, რომ აქტიური ფაზის დაწყებამდე არ იყო საკმარისი, შესაბამისად მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ სისტემის დეტალურ ანალიზს. ამჯერად, ჩვენი კომპეტენცია, გამოცდილება და ყველა საჭირო რესურსი GWP-ის და მისი სერვისის განვითარებისკენ იქნება მიმართული," - აცხადებს GGU ჯგუფის და GWP გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი.

დღის ამბები