20 სექტემბერი 2024,   01:19
ვრცლად
სვანეთში ლაშქრობის ფესტივალი "ჰაილენდერი სვანეთი საქართველო" ტარდება

სვანეთში მეორე დღეა ლაშქრობის ფესტივალი "ჰაილენდერი სვანეთი საქართველო" ტარდება. ფესტივალში 10 ქვეყნის 165 მოლაშქრე მონაწილეობს შემდეგ ქვეყნებიდან: ხორვატია, გერმანია, საფრანგეთი, სლოვენია, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დომინიკის რესპუბლიკა და სხვა.

საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი სვანეთში, მეორედ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორობით იმართება, ღონისძიების მიზანია ეკოლოგიურად სუფთა სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია.

Highlander Adventure Georgia ლიცენზირებული საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალია, ბილიკები შერჩეულია ადგილობრივი გამყოლების მიერ, რათა უზრუნველყონ უნიკალური გამოცდილება მონაწილეებისთვის.

Highlander მიზნად ისახავს სვანეთის, როგორც საუკეთესო სალაშქრო ადგილის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ბუნების, მწვანე გარემოს, ხალხის, ადათ-წესების, პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციას.

პროექტი ტარდება ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია დმო შან-ლანდის მასპინძლობით და HIGHLANDER Adventure Georgia-თან თანამშრომლობით.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი. მთის ტრასები სააგენტო, დანიშნულების მართვის ორგანიზაცია შან-ლენდ, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, პუმა, სტეპენი.

დღის ამბები