20 სექტემბერი 2024,   01:14
ვრცლად
"არტ გენი 2023"-ის თბილისური ტური გაიხსნა

"არტ გენი 2023"-ის თბილისური ტური გაიხსნა. 20 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალზე მაყურებლის წინაშე ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" წარსდგა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მუსიკოსმა ანა უზნაძემ, აგრეთვე ანსამბლებმა: "მუსიკელი" და "სახიობა".

თბილისური ტურის პირველი დღე სამეგრელოსა და სამაჩაბლოს რეგიონებს მიეძღვნა. ფესტივალს ტრადიციულად ეთნოგრაფიული მუზეუმი მასპინძლობს. დღევანდელი დღე კი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს დაეთმობა. "არტ გენი" 30 ივლისს დაიხურება.

დღის ამბები