20 სექტემბერი 2024,   01:10
ვრცლად
სასურსათო მაღაზიაში პროდუქტის შეძენა სალაროსთან ხელის დაფიქსირებით იქნება შესაძლებელი - Amazon​-ის ახალი შეთავაზება მომხმარებლებს

Amazon მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მათ Whole Foods-ის ყველა მაღაზიაში, ხელის უბრალო დაფიქსირების მეშვეობით გადაიხადონ.

Amazon-მა ინოვაციური ტექნოლოგია 2020 წელს გამოუშვა და ის ამჟამად  Whole Foods-ის 200-ზე მეტ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.

Whole Foods-ის მომხმარებლებს, რომლებიც Amazon One-ს აირჩევენ, გადასახდელად  საფულე ან ტელეფონი აღარ დასჭირდებათ - მომხმარებელმა Amazon One-ის მოწყობილობაზე უბრალოდ ხელი უნდა დააფიქსიროს.

სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებლები Whole Foods-ს გადასცემენ საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ინფორმაციას, რათა დააკავშირონ ხელის მტევნის ბიომეტრიული მონაცემები.

გასათავლისწინებელია ერთი ფაქტორი - ექსპერტების განცხადებით, აღნიშნულმა მომსახურებამ, შესაძლლოა ხელყოს მომხმარებლის კონფიდენციალური მონაცემები. თუმცა როგორც "ამაზონი" ამტკიცებსს, მომხმარებლის მონაცემები Amazon Web Services-შია დაცული და მასზე წვდომის შესაძლებლობა მესამე პირს არ აქვს.

Amazon-მა სუპერმარკეტების ქსელი Whole Foods Market, 13,7 მილიარდ დოლარად შეიძინა. Whole Foods-ის ერთ აქციაში მსოფლიოს უმსხვილესმა ონლაინ-მაღაზიამ $42 გადაიხადა. Amazon წლების განმავლობაში ცდილობდა შესულიყო სურსათის ინდუსტრიაში და ამ მხრივ მომხმარებელს მრავალი ინოვაციური პროდუქტიც კი შესთავაზა.

Whole Foods 1978 წელს ტეხასში დაარსდა. დღეს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელია 460 სუპერმარკეტით. ამერიკის გარდა, კომპანია კანადასა და დიდ ბრიტანეთშიც ოპერირებს.

დღის ამბები