20 სექტემბერი 2024,   01:25
ვრცლად
ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის, ომი ძალიან სავარაუდოა -ნიკოლ პაშინიანი

ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის, ომი ძალიან სავარაუდოა - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ნიკოლ პაშინიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყოველდღიურად ირღვევა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გენოციდის განხორციელებაში და იქ „გეტოს“ შექმნაში დაადანაშაულა.

"სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და ასეთი ხელშეკრულება არ არის რატიფიცირებული ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ, რა თქმა უნდა, [ახალი] ომი [აზერბაიჯანთან] ძალიან სავარაუდოა",ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩვენ ვივარაუდეთ, არ არსებობს.

ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტობრივად ყოველდღე ხდება,"- აცხადებს ნიკოლო პაშინიანი

დღის ამბები