გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან ერთად, ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა.
ისაუბრეს დარგში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. თენგიზ ნასარიძემ სოფელ ზედაეწერში, ლურჯი მოცვის თანამედროვე ბაღი დაათვალიერა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი შპს „თხილისა და აგროკულტურების კომპანიის“ სამაცივრე მეურნეობის შესაძლებლობებს გაეცნო.