20 სექტემბერი 2024,   01:16
ვრცლად
"საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ" - ბათუმში რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

"საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ" - ბათუმში რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე უკანონო ვაჭრობის ახალ ტენდენციებსა და  ციფრული მეკობრეობის თავიდან აცილების თანამედროვე მეთოდებს განიხილავენ.

ასევე. განიხილება ციფრულ გარემოში საავტორო უფლებების აღსრულების საკითხები და სასურსათო პროდუქტების კონტრაფაქციის  საფრთხეები. საქპატენტი ასევე გეგმავს ტრანს-კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმს.

დასკვნითი ღონისძიება კი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო პრაქტიკას მიეძღვნება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - "საქპატენტი" და ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამაა.

დღის ამბები