20 სექტემბერი 2024,   01:06
ვრცლად
საბურთალოს რაიონში რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია გრძელდება - განახლდა ცინცაძის ქუჩაზე არსებული სკვერი

საბურთალოს რაიონში რეკრეაციული სივრცეების განახლება გრძელდება. ამჯერად, ცინცაძის ქუჩაზე არსებულ სკვერში განთავსდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა.

სკვერში დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. დაირგო 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.

სამუშაოების შედეგად, ასევე გაიზარდა სკვერის ტერიტორიაც. დასრულებულ სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაეცნო. პროექტზე ჯამში, 250 000-ს ლარზე მეტი დაიხარჯა.

დღის ამბები