20 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
თურქეთში ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებსა და ტურისტულ ზონებს მიუახლოვდა

თურქეთში ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებსა და ტურისტულ ზონებს მიუახლოვდა. ხანძრის კერა ანტალიიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ინფორმაციას "ტელეგრამ" არხები ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

ამ დროისთვის ევაკუირებულია ხანძართან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები, თუმცა ტურისტების ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დღის ამბები