20 სექტემბერი 2024,   01:15
ვრცლად
18 წლის გოგოს დახმარება სჭირდება - მის გადასარჩენად პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლია საჭირო

მოქალაქე ანა მუშკუდიანი სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს. როგორც ის წერს, 18 წლის გოგოს მშობიარობა გაურთულდა და მის გადასარჩენად პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი სჭირდებათ.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ სისხლი იაშვილის კლინიკაში, მარიამ ინასარიძის სახელზე ჩააბარონ.

"სისხლი გვჭირდება სასიცოცხლოდ!!! 18 წლისაა, მშობიარობა გაურთულდა და კომაშია. პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი, თუ ვინმეს შეგიძლიათ იაშვილის კლინიკაში უნდა ჩააბაროთ მარიამ ინასარიძისთვის", - წერს ანა მუშკუდიანი.

დღის ამბები