19 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
ლევილის მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება

საქართველო საფრანგეთში - საქართველოს პირველი მთავრობისა და ემიგრანტი ქართველების ისტორიული მამული, ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. სპეციალურად ემიგრანტებისთვის, პარიზში რამდენიმე სპექტაკლს ჩაიტანენ, მათ შორის ნიკო ფიროსმანის შესახებ შექმნილ თოჯინების წარმოდგენას.

თეატრალური წარმოდგენების გარდა, ლევილის მამულში, რომელიც საქართველომ 25 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ დაიბრუნა, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრებიც. ფესტივალი საფრანგეთის დედაქალაქში მდებარე მამულში ოთხ დღეში დაიწყება და ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.

დღის ამბები