20 სექტემბერი 2024,   01:07
ვრცლად
საბერძნეთის ერთ-ერთ ბანაკში მომხდარ არეულობაში საქართველოს არცერთ მოქალაქეს მონაწილეობა არ მიუღია - საქართველოს საელჩო საბერძნეთში

საბერძნეთის ერთ-ერთ ბანაკში მომხდარი არეულობის შემდეგ, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი საბერძნეთის არალეგალთა განთავსების ცენტრის წარმომადგენელს შეხვდა. ქართულმა მხარემ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ბანაკში შემთხვევის დროს მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უკვე საქართველოში გამოუშვეს, ნაწილს კი განაცხადი აქვს გაკეთებული საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოსაპოვებლად. არეულობის მომენტში ბანაკში საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა და ინციდენტში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.

დღის ამბები