19 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
საქართველო ევროკომისიის კიდევ ერთი დირექტივის შესრულებას იწყებს, მალე ქვეყანას მე-5 თაობის მობილური ინტერნეტი დაფარავს

მთელ საქართველოს მე-5 თაობის მობილური ინტერნეტი დაფარავს. უსადენო ახალი თაობის ინტერნეტტექნოლოგია, არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს. უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა ევროდირექტივაა.

ახალი თაობის ინტერნეტის დასანერგად მარეგულირებელმა კომისიამ აუქციონი გამოაცხადა, თუმცა განაცხადი საქართველოს ბაზარზე არსებული სატელეკომუნიკაციო ოპოერტორებიდან მხოლოდ ერთმა კომპანიამ შეიტანა. შესაბამისად ახალ ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში სელფი მობაილ, რომელიც აქამდე ბილაინის სახელით ოპერირებდა. მობილური კომპანია ამ დროისთვის ბაზრის მხოლოდ 20 პროცენტს ფარავს.

ბაზრის მსხვილმა მოთამაშეებმა კი მაგთიკომმა და სილქნეტმა აუქციონში მონაწილეობისგან თავში შეიკავეს. ამ ოპერატორებს აბონენტების 70 პროცენტზე მეტი ჰყავთ. რატომ თქვეს უარი აუქციონში მონაწილეობაზე - ამაზე მობილური ოპერატორების წარმომადგენლებს დღეს კომენტარი აღარ გაუკეთებიათ. მათთვის პრობლემური საკითხი მობილური ვირტუალური ოპერატორის საკუთარ ქსელზე დაშვება იყო. მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ რომ დათმობაზეც წავიდნენ და მობილური ოპერატოროერების მოთხოვნებიც გაითვალისწინეს, თუმცა ამის მიუხედავად მაგთიკომმა და სილქნეტმა პოზიცია მაინც არ შეცვალეს.

ქსელის განვითარებასთან ერთად, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი – "ინექსფონის" საკუთარ ქსელზე დაუშვან. სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით.

კომპანია, რომელიც ლიცენზიას მიპოივებს, ვალდებულია 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. სავარაუდო პერიოდი კი 3-7 წლია.

აუქციონი აგვისტოში დასრულდება და გამარჯვებულ კომპანიას ლიცენზია მიენიჭება. ამის შემდეგ კი უკვე საქართველოში უხალესი თაობის ინტერნეტის გავრცელება დაიწყება.

 

დღის ამბები