20 სექტემბერი 2024,   01:09
ვრცლად
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგები

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორ-მატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი დაემატა.

დღის ამბები