20 სექტემბერი 2024,   01:18
ვრცლად
რეგიონებში "მუსიკალური საღამოები" გრძელდება - ღონისძიებები ყველა ქალაქში 19:00 საათიდან დაიწყება

რეგიონებში "მუსიკალური საღამოები" გრძელდება. ღონისძიებები ყველა ქალაქში 19:00 საათიდან დაიწყება, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში, საბავშვო გასართობ შოუებში. საღამოს კი თბილისიდან მიწვეული მომღერლებისა და მუსიკალური ჯგუფების გრანდიოზული კონცერტები დაასრულებს.

"მუსიკალური საღამოები" მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში და დაბა ბაკურიანში ყოველ შაბათ-კვირას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები