20 სექტემბერი 2024,   01:18
ვრცლად
ვახტანგ გომელაურმა გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, 2022 წელს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაურმა ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" - დაჯილდოვდა. ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის, 29 ივლისს გუდაურთან მოხდა.

სამაშველო ოპერაციისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ.

დღის ამბები