19 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
გურიაში, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით ქართული ჩაის ფესტივალი მიმდინარეობს

გურიაში, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით ქართული ჩაის ფესტივალი მიმდინარეობს. შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ქართველი მეწარმეები დამთვალიერებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობენ.

ფესტივალზე წარმოდგენილია ქართული ჩაი, თაფლი, ლორი, ღვინო, ქართული ნუგბარი და ჩირეული. ფესტივალში 60-მდე მეწარმეა ჩართული.

ასევე ტარდება ჩაის დამზადების მასტერკლასი, გურული ცეკვის პერფორმანსი გასართობი აქტივობები ბავშვებისათვის.

ფესტივალის მიზანი, გურიის მხარის სამეწარმეო პოტენციალის გაცნობა , ტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარებაა.
ჩაის ფესტივალი შეკვეთილში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მუსიკოსთა პარკის მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები