20 სექტემბერი 2024,   01:19
ვრცლად
25 წლის ქალი, რომელიც გლდანში ავარიის შედეგად დაიღუპა, მეორე შვილზე იყო ორსულად - მომხდარის ახალი დეტალები

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსული, ნათია ამარიანია.

ირკვევა, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი, ქვეითამდე, ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზიანა.

სავარაუდო დამნაშავეები პოლიციამ უკვე დააკავა.

თვითმხილველები წერენ, რომ შემთხვევა მეხუთე მიკრორაიონში მოხდა. 25 წლის ქალი მაღაზიიდან გამოვიდა და საკუთარი მანქანისკენ მიდიოდა, როდესაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, ნათია ამარიანი მეორე ბავშვზე იყო ორსულად, პირველი შვილი წლინახევრისაა.

დღის ამბები