20 სექტემბერი 2024,   01:08
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალები შოტლანდიაში, მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში Sea Breeze 2023 მონაწილეობდა

საქართველოს თავდაცვის ძალები შოტლანდიაში, მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში Sea Breeze 2023 მონაწილეობდა. სწავლება, რომელიც აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტის ორგანიზებით ჩატარდა, მიზნად ისახავდა საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციების გაძლიერებას.

ასევე, შავი ზღვისა და პარტნიორობა მშვიდობისათვის საზღვაო უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას. მრავალეროვნულ სწავლებაში წელს საქართველოს თავდაცვის ძალები საშტაბო და მყვინთავთა კომპონენტებში იყო წარმოდგენილი.

საქართველოსთან ერთად, სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, უკრაინა, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ასევე ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო ნაღმოსანთა ხომალდების დაჯგუფება. საქართველოს თავდაცვის ძალები Sea Breeze-ში 2001 წლიდან იღებს მონაწილეობას.

 

დღის ამბები