20 სექტემბერი 2024,   01:23
ვრცლად
ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ, „მუსიკალური საღამო“ გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში დადიანების სასახლის მიმდებარედ „მუსიკალური საღამო“ გაიმართა.

მოეწყო საბავშვო სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კვების სივრცე, გაიმართა ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლი. ღონისძიება ზუგდიდში ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის, მუსიკალური საღამოები ზეიმია.

"ძალიან კარგი ინიციატივა აქვს მთავრობის ადმინისტრაციას. ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იკრიბება მუსიკალურ საღამოებზე, ეს არის კარგი ზეიმი. საზოგადოებას აქვს ამაღლებული განწყობა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

დღის ამბები