20 სექტემბერი 2024,   01:14
ვრცლად
ბაკურიანში მუსიკალური საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდა

გრანდიოზული კონცერტით დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებული "მუსიკალური საღამო" დაბა ბაკურიანში.

მსმენლის წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები - მირზა მოდებაძე, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, დათუნა მგელაძე და ზუკა ხუციშვილი წარდგნენ.

მანამდე კი, ამირანის პარკში მისული სტუმრებისთვის, მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცე, ფოტოზონები. თითების თეატრი 2 სპექტაკლით წარდგა მაყურებლის წინაშე. ბავშვების განწყობაზე კი ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

დღის ამბები