20 სექტემბერი 2024,   01:12
ვრცლად
ავარია გომისმთაზე მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია უკრაინელი გიდი

კურორტ გომისმთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც უკრაინელი და რუსი ტურისტები გომისმთიდან ბათუმის მიმართულებით მიჰყავდა, მწყობრიდან გამოვიდა და ავტოსაგზაო შემთხვევაც სწორედ ამან გამოიწვია.

შემთხვევა კურორტიდან მეშვიდე კილომეტრზე მოხდა.

ადგილზე დაიღუპა უკრაინელი გიდი. შვიდი დაშავებული კი ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” გადმოიყვანეს, მათ შორისაა მიკროავტობუსის ქართველი მძღოლი.

დღის ამბები