20 სექტემბერი 2024,   01:13
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტში ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორნის გახსნას კელი დეგნანი დაესწრო

ქუთაისის აეროპორტში ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი გაიხსნა. ეს იმერეთის რეგიონში პირველი ობიექტია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

"ძალიან მოხარული ვარ რომ დღეს ვესწრები "საბვეის" გახსნას ქუთაისის აეროპორტში. ეს არის ძალიან ცნობილი ამერიკული ბრენდი და მოხარულები ვართ რომ საქართველოში ამ რესტორანს აქვს 8 ფრანშიზა.

ამერიკის საელჩო დაეხმარა ბევრ ამერიკულ კომპანიას რათა მათ მოეძებნათ ქართველი პარტნიორები სხვადასხვაა საქმიანობისთვის, რაც ბუნებრივია მომავალში ხელს შეუწყობს ახლი სამუშაო ადგილების შექმნას და გაზრდის ეკონომიკურ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ქუთაისისთვის არამედ, მთლიანი რეგიონისთვის. მისასალმებელია ამ ობიექტის გხნას ქუთაისის აეროპორტში რადგან ის არის საერთაშორისო ჰაბი, სადაც თავს იყრის მილიონობით ტურისტი.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს უჭერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და აგრძელებს მხარდაჭერას სხვადასხვა პროგრამებით და ეს თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ შორის მომავალშიც გაგრძელდება,"- აცხადებს დეგნანი.

დღის ამბები