15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
"ჩინეთის ბაზარი უზარმაზარია და ძალიან ბევრ საშუალებებს იძლევა ქართულმა კომპანიებმა სხვადასხვა პროდუქცია გაყიდონ" - რას ამბობენ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ჩინეთში ბიზნეს-ფორუმს დაესწრნენ

ჩინეთ-საქართველოს ერთობლივი ბიზნეს ფორუმი ჩინეთში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრა. პრემიერის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დონე ხელს შეუწყობს და გააღრმავებს შესაძლებლობებს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

აქცენტი გაკეთდა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. შეხვედრას ქართულ დელეგაციასთან ერთად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობებს უხსნის.

"ჩინეთი ისეთი ტიპის ქვეყანაა, სადაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, მთავრობებს შორის კავშირებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება კარგი სიგნალი ჩინური კომპანიებისთვის, რომ უფრო მეტი გააკეთონ საქართველოში. ჩინეთის ბაზარი არის უზარმაზარი და ძალიან ბევრ საშუალებებს იძლევა ქართულმა კომპანიებმა სხვადასხვა პროდუქცია გაყიდონ," - აღნიშნა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სოფო ფხაკაძემ.

 

დღის ამბები