19 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
თბილისის ეროვნულ პარკში, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეროვნულ პარკში, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციაში, ტრადიციულად, წლის რეინჯერები გამოვლინდნენ და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, რეინჯერთა დღეს 2017 წლიდან აღნიშნავს.

დღის ამბები