22 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
სასტუმრო Sunset Shovi, დღევანდელი სტიქიის შემდეგ, განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო Sunset Shovi, შოვში მომხდარი სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სასტუმროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასტუმროში მყოფი ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.

მათივე ინფორმაციით, მეწყრულმა მასამ დააზიანა სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები.

"მოგესალმებით, პირველ რიგში გვინდა მწუხარება გამოვხატოთ დაღუპული და დაკარგული ადამიანების ოჯახების მიმართ. მოგეხსენებათ დიდი სტიქია დაგვატყდა თავს. დღეს ოთხი საათისთვის ადიდდა მდინარე, რამაც გამოიწვია მეწყერი, მეწყრულმა მასამ დააზიანა ჩვენი სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები. ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს სტუმრები და ყველა მათგანის ნივთებიც კი გამოიტანეს ოთახებიდან. ამის შემდეგ სტუმრებთან ერთად დაელოდნენ მაშველებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან თავისი ძალებით, ჩამოწოლილი მეწყრის გამო, გამოღწევა ვერ შეძლეს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.

რაც შეეხება მომავალ ჯავშნებს, ყველას ინდივიდუალურად დავუკავშირდებით.

და ბოლოს, თითოეულ თქვენგანს, ვინც გვწერდა ამ დროს და დახმარებას გვთავაზობდა თუ გვამხნევებდა, დიდი მადლობა! სასტუმრო

დღის ამბები