რაჭაში, შოვში, სტიქიის შედეგებისა და ამ წუთებში იქ არსებული მდგომარეობის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, შოვში მომხდარი სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 70-მდე მოქალაქე ახლა უსაფრთხოდ არიან და ოჯახებში არიან გადანაწილებულნი.
"70-მდე ადამიანია გამოყვანილი, შესაბამისად, ისინი გადანაწილებულნი არიან ოჯახებში. ისინი არიან უსაფრთხოდ. სამედიცინო მომსახურება გაეწია აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც ეს სჭირდებოდა. მთავარი ძალისხმევა ახლა გვაქვს იმ ადამიანების აღმოჩენაზე, რომელთანაც ვერ ხერხდება ამ მომენტამდე კონტაქტი," - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.