20 აგვისტო 2026,   05:44
ვრცლად
"ვგლოვობთ შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს" - საერთაშორისო საზოგადოება შოვის ტრაგედიას ეხმაურება

შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს თანადგომას უცხადებს საერთაშორისო საზოგადოება. სპეციალური განცხადება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"ჩვენ გლოვობთ შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ დაკარგულთა უსაფრთხო დაბრუნებას. ამ ტრაგედიის დროს ჩვენი გული ქართველ ხალხთანაა" – წერს ესტონეთის საგარეო უწყება.

რაჭაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობაც:

"ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი სტიქიის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით თვალს ადევნებს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს".

შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეც.

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მოძმე ქართველ ხალხს შოვის კურორტზე მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ," - წერს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი.

დღის ამბები