17 ივნისი 2024,   16:58
ვრცლად
საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელი, იმედით უყურებს მაშველების თავდაუზოგავ შრომას და სტიქიის ზონაში დარჩენილ ადამიანებს შინ მშვიდობით დაბრუნებას უსურვებს - პროკურატურა


საქართველოს პროკურატურა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილებს უსამძიმრებს.

"მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, მთელ ქვეყანას. გამძლეობას ვუსურვებთ დაკარგულთა ოჯახის წევრებს.

საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელი, იმედით უყურებს მაშველების თავდაუზოგავ შრომას და სტიქიის ზონაში დარჩენილ ადამიანებს შინ მშვიდობით დაბრუნებას უსურვებს," - ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები