მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად განხორციელდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის სამწუხაროდ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები, - ამის შესახებ რაჭაში, შოვში მიმდინარე სამებრო სამუშაოების შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვლმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით.
"იცით, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის სამწუხაროდ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები.
დიდი ტრაგედიაა, ეს არის საშინელი ტრაგედია, ამდენი ადამიანი დაღუპა, ამ სტიქიას შეეწირა და ვიზიარებთ ჩვენც მთელი საზოგადოების მწუხარებას," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მაშველების მიერ ამ დროისთვის 19 ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.