19 სექტემბერი 2024,   19:16
ვრცლად
24 გარდაცვლილი და 9 დაკარგული - სტიქიური უბედურების მე-11 დღე შოვში

სტიქიური უბედურების მე-11 დღე - 24 გარდაცვლილი და 9 დაკარგული, ასეთია ბოლო მონაცემები რაჭიდან. სამძებრო ოპერაციის არეალი გაფართოებულია. ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.

სამძებრო ოპერაციაში, რომელიც ამ დროისთვის ათ ლოკაციაზე ტარდება, მძიმე ტექნიკა, პოლიცია, ჯარი, მოხალისეები და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები არიან ჩართული. ეპიცენტრი კი ისევ მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებია.

"დღეს მოხდება გარდაცვლილი მოქალაქის, ბატონ გენადი სულთანიშვილის გადმოსვენება. ონის კულტურის სახლში იქნება დასვენებული. ამ დროის მონაცემებით, 24 მოქალაქეა გარდაცვლილი, აქედან 20 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 9 მოქალაქის საძიებო სამუშაოები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია შესაბამისი ყველა უწყება, სამაშველო სამუშაოებს დაემატა ნავები, გაზრდილია სამძებრო არეალი, როგორც მდინარე ჭანჭახის ხეობაში, ასევე მდინარე რიონის ხეობაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები", - განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა.

დღის ამბები