19 სექტემბერი 2024,   19:28
ვრცლად
სტიქიის ეპიცენტრში, "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება

სტიქიის ეპიცენტრში, "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება. გომელაურმა ტერიტორია ვერტმფრენით დაათვალიერა. ის სულ ცოტა ხანში ოპერატიულ შტაბში მივა.

24 დაღუპული და 9 დაკარგული, ასეთია ბოლო მონაცემები შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მე-11 დღეს. სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. პროცესში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

სტიქიის ზონაში ინტენსიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხდა.

დღის ამბები