საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ყველა უწყება გადართულია შოვის სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებზე და მაქსიმალური კეთდება იმისთვის, რომ დარჩენილი 9 ადამიანი იპოვონ.
გომელაურის თქმით, ნებისმიერ ადგილას შეიძლება მსგავსი პრობლემა წარმოიქმნას, რადგან ეს ბუნებრივი მოვლენაა და ასეთი სტიქიების თავიდან აცილება, მიუხედავად ტექნიკის არსებობისა ძალიან რთულია, რაზეც ჰავაის ხანძრებიც მოწმობს.
"გამოძიება დაიწყო და მერწმუნეთ, ბატონი პრემიერის დავალებით ყველანი გადმორთულები ვართ, რომ ეს 9 ადამიანი ვიპოვოთ. დღეს არანაირი საფრთხე არ არის, თუმცა ეს არის ბუნებრივი შემთხვევა და ყველგან შეიძლება. ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მაცხოვრებელი ერი. ასე რომ მივყვეთ და ვთქვათ, რატომ არ იყო დაყენებული ეს მოწყობილობები, ეს არის წამების თემა, რა მოწყობილობებიც არ უნდა დავაყენოთ, ათასობით ოჯახებია, ათასობით სოფლებია, რომელიც უნდა გავასახლოთ მაშინ და პირდაპირ გეუბნებით, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და ყაზბეგამდე ჩასული. სულ ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, ამას სამწუხაროდ ვერ გავექცევით, მსოფლიოშია ასე. რაც მოხდა ჰავაიზე, 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია. ამერიკაა, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ვერტმფრენებიც ჰყავთ ჩვენზე მაგარი, ავიაციაც ჰყავთ მაგრამ მოხდა, ხდება, ბუნებაა და რა ვქნათ, სამწუხაროა. ვმუშაობთ ბატონი პრემიერის დავალებით მაქსიმალურად და რაც შეგვეძლება, ბოლომდე შევეცდებით", - განაცხადა გომელაურმა.