19 სექტემბერი 2024,   19:23
ვრცლად
სტიქიური უბედურების მე-11 დღე, 24 დაღუპული და 9 დაკარგული - სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო ოპერაციას, შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად აკვირდება

სტიქიური უბედურების მე-11 დღე, 24 დაღუპული და 9 დაკარგული - სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო ოპერაციას, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირადად აკვირდება. ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში დღეს ჩავიდა. უწყების ხელმძღვანელმა, ტრაგედიის ზონად ქცეული კურორტი ჯერ ვერტმფრენით დაათვალიერა შემდეგ კი ეპიცენტრში მიმდინარე სამძებრო ოპერაციას დაესწრო და ონში საგანგებო ოპერატიულ შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამძებრო ოპერაციის არეალი არეალი გაფართოებულია და ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიამდე აღწევს.

სტიქიის ზონაში, პოლიცია, ჯარი, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა მუშაობს - სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60 პროცენტი გადამოწმებულია.

ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში.

დღის ამბები