26 დეკემბერი 2024,   22:43
ვრცლად
იტალიაში, ნაგავსაყრელზე ახალშობილი იპოვეს, რომლის დედაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა

იტალიაში, ნაგავსაყრელზე ახალშობილი იპოვეს, რომლის დედაც ქართველი აღმოჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტარანტოში ახალშობილი 23 წლის დედამ მიატოვა. ბავშვი ნაგავსაყრელთან ძაღლმა შეამჩნია.

დედის კვალს პოლიციამ მალევე მიაგნო. ის და ახალშობილი ახლა კლინიკაში იმყოფებიან და შესაბამისი კვლევები უტარდებათ. როგორც ირკვევა ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. 

"როგორც მაცნობეს, ბავშვი ძაღლმა აღმოაჩინა, რომელსაც მეპატრონე ასეირნებდა. ჩვენ მადლიერები ვართ თვითმხილველი ქალბატონის, რომელმაც შესაბამისი სამსახურები გამოიძახა და ბავშვი სიკვდილისგან იხსნა. ახალშობილი ჯანმრთელია, ის 3 კილოგრამს იწონის. პოლიციამ შეძლო დედის იდენტიფიცირება. ის საქართველოს მოქალაქეა და იტალიაში ახალი ჩამოსულია, ბავშვის მამაც მისი თანამემამულეა. ჩვენ დეტალების გამჟღავნების უფლება არ გვაქვს, თუმცა მთავარია, რომ ლორენცო ახლა თავს კარგად გრძნობს. მის დასახმარებლად მუნიციპალიტეტმა სოლიდარობის კამპანიაც კი წამოიწყო," - აცხადებს მუნიციპალიტეტის სოციალური სერვისების სამსახურის უფროსი.

ტარანტოს პოლიციამ საფრთხის შემცველ გარემოში ჩვილის მიტოვების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს 23 წლის მოქალაქეს ბრალი წარედგინოს. 

დღის ამბები