აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს ქობულეთში, თევზის მწარმოებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრაზე. საუბარი შეეხო ქვეყანაში აკვაკულტურის დარგის განვითარებისთვის ყველა ჩართული მხარის თანამშრომლობის და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.