20 აგვისტო 2026,   05:46
ვრცლად
ბალდის კანიონში ინფრასტრუქტურული სამუშოები ორი კვირით შეჩერდება - ამ დროის მანძილზე ადგილობრივები საკუთარ ხედვებს წარადგენენ

ბალდის კანიონში ინფრასტრუქტურული სამუშოები ორი კვირით შეჩერდება. მარტვილის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კანიონის ტერიტორიაზე სამუშაოები დროებით შეწყდება, ამ დროის მანძილზე კი ადგილობრივებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ხედვები და ახალი პროექტი კანიონის სამომავლო განვითარების შესახებ.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მარტვილის კანიონისგან განსხვავებით, ბალდის კანიონში ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ავთენტური და ახალ სერვისებზე, რომლებსაც ტურისტებს შესთავაზებენ, ადგილობრივებმა სპეციალისტებთან ერთად უნდა იმუშაონ.

დღის ამბები