07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
პოლონეთში ლეგიონელეზის ინფექციით მე-7 ადამიანი დაიღუპა

პოლონეთში ლეგიონელეზის ინფექციიით მე-7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქალაქ ჟეშოვოს საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პაციენტს ბევრი სხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა, მათ შორის კიბოც.

პოლონური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სამსახურები დაავადების გაჩენის კერის დადგენას ცდილობენ. უკვე გამოვლენილია ინფიცირების 100 შეემთხვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქლორითა და ოზონით წყალსადენების დეზინფიცირების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

დაავადება ფილტვის ინფექციაა და ინფიცირება იმ კონდიციონერების სისტემების ან ონკანების და საშხაპე კაბინების მეშვეობით ვრცელდება, რომელიც იშვიათად გამოიყენება.

დღის ამბები