19 სექტემბერი 2024,   19:28
ვრცლად
შოვის ტრაგედიისას დაკარგულების სამძებრო არეალი გაზრდილია - მაშველები გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზეც მუშაობენ

შოვში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მაშველები 2 დაკარგულს ისევ ეძებენ. სამუშაოები სტიქიის ზონაში, მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გაზრდილია, მაშველები მუშაობენ გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სულ ნაპოვნია 31 ცხედარი, აქედან 29 გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია. 2-თან დაკავშირებით დნმ კვლევა გრძელდება.

"ლოკაციები არის როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ისე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 31 მოქალაქე არის ნაპოვნი გარდაცვლილი, 29 არის იდენტიფიცირებული და 2 მოქალაქის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოქალაქეების საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ა.შ. ამაზე სამაშველო სამსახური თავად მიიღებს გადაწყვეტილებას," - აცხადებს ონის მერი სერგო ხიდეშელი.

დღის ამბები